"მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ," - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე ვრცელდება.
როგორც სააკაშვილის აღნიშნავს, ის პუტინის პირადი ტყვეა, რომელიც თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას, რომ სასამართლოზე წარდგეს.
"მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ. ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერლპთ.
ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის“,- წერს სააკაშვილი.