ავტორი:

ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია ხვალ თბილისის ნაცვლად რუსთავში გაიმართება - "ვიკრიბებით და არ ვიშლებით"

ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია ხვალ თბილისის ნაცვლად რუსთავში გაიმართება - "ვიკრიბებით და არ ვიშლებით"

ოპოზიციის მიერ თბილისში დაგეგმილი აქცია ხვალ არ გაიმართება.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიამ მხარდამჭერებს რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

"ვითარება მძიმეა, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები უარესდება და უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოვჩინდეთ. ამიტომ ხვალ 17:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ რუსთავში და არ უნდა დავიშალოთ. ეს აქცია იქნება მზარდი და პერმანენტული. დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდებიან პატრიოტები ყველა რეგიონიდან. იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს აქ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში. " - აღნიშნა მელიამ.

მანამდე ცნობილი იყო, რომ აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე უნდა გამართულიყო.