ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიში მოხდარ მკლვლელობაზე AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალი ხდება ცნობილი.
როგორც ირკვება მოკლული პაპუნა ლოლუა და ბრალდებული ერთი სოფლის მკვიდრი არიან და ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, შეთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
"ორივე ერთ სოფელში ცხოვრობდა, ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ. პაპუნამ დააწყებინა მასთან მუშაობა და აი, რა შედეგით დასრულდა. შუა დღეს უჩხუბიათ. საღამოს კი მკვლელი მივიდა განყოფილებაში და 14 ტყვია დაახალა. როგორც ვიცით, უკვე ჩაბარდა პოლიციას... ძალიან გვიკვირს რა მოხდა, თანამშრომლები ერთმანეთთან კარგად იყვნენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.