ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოალიანი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილმა ფაფების მიღება დაიწყო.
ჟორჟოლიანი ითხოვს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა დადოს.
ტელეწამყვანი ასევე ეხმაურება დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია ჰოლანდიაში გაიკეთა.
"ეს მითების და ბოროტი ლეგენდების ხელისუფლება ეს. მიშა ფაფებს ჭამს, კუჭის რეზექციის გამო სხვა საკვები არაფერი შეიძლებაო, დაჭერამდე ხინკალი ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ახალი ნაოპერაციები ადამიანი არაჟნების მაცივრით არ ჩამოდის ქვეყანაში. ვითხოვთ მასალას!
დაიდოს მასალა როგორ ჭამს. თუ არ დაიდება აღიარებაა რომ იტყუებით. რაც შეეხება რეზექციას, გაკეთებული აქვს წლების წინ და სხვათა შორის, უკმაყოფილო იყო, წონა ვერ დამაკლებინაო" - წერს ჟორჟოლიანი.