ავტორი:

"იუსტიციის მინისტრი არის პატარა ნაბიჭვარი" - გიგი უგულავა

"იუსტიციის მინისტრი არის პატარა ნაბიჭვარი" - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე გაკეთებული განცხადების გამო "ნაბიჭვარს" უწოდებს.

უგულავას თქმით, ამ განცხადებებით ექსპრეზიდენტი სიკვდილამდე მიჰყავთ.

"ის რეგვენი რომ არის, იუსტიციის მინისტრი, ის არის ნაძირალა და პროვოკატორი. ფაშისტებს ჰყავდათ ეგეთი ნაბიჭვრები. ის ადამიანი არის პატარა ნაბიჭვარი. იცის, რომ ადამიანი თუ შიმშილობს, ის მოწყვლადია. ამ განცხადებით რას უკეთებენ - ექიმების მიერ დანიშულზე უარს ათქმევინებენ.

ამ განცხადებით სიკვდილამდე მიჰყავთ სააკაშვილი. და ეს პატარა ნაბიჭვარი რომ გამოვიდა და სისინებდა, ამის გამო როგორ პასუხს აგებს არ იცის" - აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

როგორც ბრეგაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, სააკაშვილი იღებს სხვადასხვა სახის ფაფებს, რაც აღარ არის სამედიცინო დანიშნულება და წარმოადგენს საკვებს.

"მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შემოსვლისას როდესაც მიიღო საბანკო ბარათი, ორი დღის თავზე შეიძინა გარკვეული პროდუქტები. შემდგომში განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი, ისევ დათანხმდა და საკუთარი სურვილი მიიღო როგორც ფაფები, ასევე ნატურალური წვენები. ასევე აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. თითოეულ ჩვენს სიტყვას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები, ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით სიმართლეს.

ეს არის საკვები, აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც იღებს პატიმარი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.