ავტორი:

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღების ამსახველ კადრებს ასაჯაროებს

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღების ამსახველ კადრებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს ასაჯაროებენ. აღნიშნული ვიდეომასალა პენიტენციური სამსახურის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

მათივე განმარტებით, ასევე ასაჯაროებენ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.