ავტორი:

"სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა, რომ მოქალაქეებმა წაიყვანეს კლინიკაში... ვერ გადავარჩინეთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაზე გარდაცვლილ მამაკაცზე?

"სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა, რომ მოქალაქეებმა წაიყვანეს კლინიკაში... ვერ გადავარჩინეთ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაზე გარდაცვლილ მამაკაცზე?

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავში, აქციაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ წერს. როგორც ამბობს, იქ მყოფი მამაკაცის გარდაცვალება სასწრაფო დახმარების დაგვიანებით მისვლამ გამოიწვია.

"შეიძლება ასეთ აქციებზე სასწრაფო არ იდგეს? აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს , გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა.

გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს უმძიმესი ამბავია. და უფრო მძიმეა რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფ ადამიანებს იმდენად არ აღიარებს მთავრობა, რომ სამედიცინო დახმარებას არ უყენებს! ადამიანი სხვის გადასარჩენად მოვიდა და თავად ვერ გადავარჩინეთ. ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან" - წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე".

ცნობისთვის, მამაკაცი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.