ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ლიზა იასკო "ფეისბუქში" უკრაინაში ვატიკანის ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ელჩს ის სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად შეხვდა.
"შეხვდით უკრაინაში ვატიკანის ელჩს, ვისვალდას კულბოკასს. გიული ალასანიასთან ერთად ვისაუბრეთ პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
მოხარული ვარ, რომ ელჩი ინფორმირებულია მიხეილთან დაკავშირებული დიდი უსამართლობის შესახებ, იმაზე, თუ რა ხდება მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ელჩმა იცის იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო დგას. როგორც ქრისტიანი, ის გულწრფელად განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას და ადასტურებს, რომ მისი უფლებები ირღვევა და რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია" - წერს ლიზა იასკო.