"სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის, ერეკლე II-ის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook -ში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერეკლე II ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი, შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი იყო.
"გილოცავთ ერეკლეობას - სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს.
ერეკლე II იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება - პირველი ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩენა, სამთამადნო წარმოების დაწყება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება.
სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.