ავტორი:

დაპირისპირება სალხინოს მონასტრის მიმდებარედ - "პოლიციელები გადაუდგნენ გზაზე, მოხდა შეხლა-შემოხლა, 7 ახალგაზრდა დააკავეს"

დაპირისპირება სალხინოს მონასტრის მიმდებარედ - "პოლიციელები გადაუდგნენ გზაზე, მოხდა შეხლა-შემოხლა, 7 ახალგაზრდა დააკავეს"

მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.

"ახალგაზრდები მოვიდნენ შესვლა უნდოდათ ტაძარში, პოლიციელები გადაუდგნენ გზაზე და არ შეუშვეს ისინი. ამ დროს მოხდა შეხლა-შემოხლა, როგორც დავინახე 7 ახალგაზრდა დააკავეს",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მარიამ კიკალეიშვილი.

დღეს მარტვილში, სალხინოს მონასტერში საკვირაო ლოცვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აღავლინა. განსხვავებით წინა დღეებისგან, ჭიშკარი მრევლისთვის დილიდან ღია იყო.