ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა და მას არ მოუთხოვია.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია. წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს, გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია, პულსიც ოდნავ დაბალი მაგრამ ნორმის ფარგლებში. დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ.
ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე.
გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში", - წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. მისი თქმით, იღებს მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას. პოლიტიკოსის განცხადებით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.