ავტორი:

"7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო  - მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში" - სალომე სამადაშვილი

"7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო  - მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში" - სალომე სამადაშვილი

"7 ნოემბერი წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა იყო. ვიტყოდი, რომ დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდა", - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომხდარის გამო, იმ პერიოდში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

"შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის მოვლენებს მოყვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სხვათაშორის, რეგიონში უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც სააკაშვილმა დატოვა საკუთარი პოსტი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

ამაზე უფრო მწვავე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მომხდარზე რთულად წარმომიდგენია. შესაბამისად, დიახ, ნამდვილად იყო შეცდომა, ნამდვილად იყო მძიმე ფურცელი ჩვენს ისტორიაში, რომელსაც მაშინდელმა ხელისუფლებამ შესაბამისად უპასუხა, განსხვავებით 20 ივნისისგან, როდესაც 20 ივნისის ძალადობის მთავარი ავტორი, ბატონი გახარია რამდენიმე კვირაში პრემიერ-მინისტრად დანიშნეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.