ქუთაისში, ჯაჭვის ხიდთან, კლდეზე დარჩენილი ლეკვი მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ქეთი კოვზიაშვილი წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.
"სად ბოდიალობდა არ ვიცი, მაგრამ პატარა ლეკვი რომელიც ქუთაისში, ჯაჭვის ხიდთან კლდეზე იყო შერჩენილი მეხანძრე მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს", - წერს კოვზიაშვილი.