ავტორი:

"7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად" - გია გაჩეჩილაძე

"7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად" - გია გაჩეჩილაძე

"ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად," - ამის შესახებ საზოგადოებრივ მოძრაობა "აი იას“ დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით "არ აგარევინებთ“ განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ, კობა დავითაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ღირსების ორდენი გადაეცა.

"მინდა გითხრათ, რომ საერთოდ, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა და არ დაკარგა, იუხედავად ყველანაირი ზეწოლისა. ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. აქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. მართალია, მანამდე იყო ბუტა, სანდო, მაგრამ მასიური ტერორი ზუსტად 7 ნოემბრიდან იწყება. ამიტომ, ვიფიქრე და თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. ეს მინდა, რომ გავაკეთოთ და ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - "არ აგარევინებთ!“ მიმდინარეობს.