ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში" - ია მეტრეველი

"ნაციონალური მოძრაობა" ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში" - ია მეტრეველი

"მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა“ რამეს გაბედავს გასცენ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს როგორც პოლიტიკური პარტია," - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ია მეტრეველის განცხადებით, ქართველი არ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში და თუ მაინც დაბრუნდებიან ის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს მათი ხელისუფლებაში არ მოსვლისთვის. ია მეტრეველმა სიტყვით გამოსვლისას ასევე 7 ნოემბერს დაღუპულებს აქციის მონაწილეებთან ერთად წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

"რაც სააკაშვილმა დაატრიალა, ასეთი ჯერ არ ჰქონია ქვეყანას, ეს მკვლელი, სისხლიანი, როგორ არის ცოცხალი საერთოდ და როგორც უყურებდა ფანჯრებიდან, როგორ აწამებდნენ, ჟლეტდნენ ახალგაზრდა ბიჭებს და თავისივე მოსახლეობას. ესენი პირდაპირ არიან ეშმაკის მოციქულები, მიმდევრები სატანის, მაგათთან ღმერთი ძალიან შორს არის. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ხელისუფლებას მივმართო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, დადგა უკვე ის დრო, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება ამდენი წელია უკვე, ამათთან ჭიდილში დავიღალეთ, როდემდე შეიძლება ქუჩაში ვიდგეთ, ამ სატანების და კრიმინალების გამო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და როგორც კი რამეს გაბედავენ მიიღონ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. სისხლში ცურავენ, როდემდე შეიძლება გავუძლოთ ამ ყველაფერს, მაგათ ამ პროვოკაციას, ყველაფერში ეჩრებიან, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ქვეყნის წინსვლას და გადატრიალებას, ხელისუფლება იმაზე ვეღარ ფიქრობს თუ როგორ წავიდეს ქვეყანა წინ. 4 წელია ველოდებით ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. 7 ნოემბერს არასდროს დაივიწყებს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ასეთი დღე აღარასდროს დადგება ჩვენს ქვეყანაში. ქართველი არ დაუშვებს "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, თუ არადა შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, პირადად მე მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ეგენი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ მათი არ დაბრუნებისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ხელისუფლება აღარასდროს ნახოს“, - განაცხადა ია მეტრეველმა