ავტორი:

"მიშამ თავისი ბავშვური აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა, ამდგარიყო უთენია, გაჰყოლოდა სადღაც მშენებლობაზე... გინახავთ ასეთი ისტორიები ლეგენდებზე?" - რას წერს სოციალურ ქსელში ნათია ბანძელაძე

"მიშამ თავისი ბავშვური აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა, ამდგარიყო უთენია, გაჰყოლოდა სადღაც მშენებლობაზე... გინახავთ ასეთი ისტორიები ლეგენდებზე?" - რას წერს სოციალურ ქსელში ნათია ბანძელაძე

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ლეგენდარული ესპანელი საოპერო ვარსკვლავის, პლასიდო დომინგოს საქართველოში ჩამოსვლის პერიოდს სოციალურ ქსელში იხსენებს. როგორც ბანძელაძე წერს, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს შეძლო, მსოფლიოში აღიარებული მომღერალი დაეთახმებინა, ბათუმის მშენებარე ოპერის თეატრში არია შეესრულებინა.

"ამ მსოფლიო საოცრებას პლასიდო დომინგოს წარდგენა რომ არ სჭირდება ზუსტად ვიცი, მაგრამ ეს ისტორია სულ სხვა რამეზეა. ეს ბათუმია, წვიმიანი, დილის 4 საათი... მიშას თხოვნით გამოუძინებელი და the კომფორტს შეჩვეული პლანეტის უდიდებულესობა ხმა /ტენორი, პლასიდო დომინგო ბათუმის ოპერის ახლახანამოყვანილ საძირკველში მუხლმოყრილი ასრულებს არიას! დიახ, მიშამ თავისი ბავშვური გულწრფელობით, აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა, ამდგარიყო უთენია, გაყოლოდა სადღაც მშენებლობაზე და როგორც საძირკველში სიმბოლურად ჩაფიქრებული სურვილის ,,ჩაყოლება", ასე სიმბოლურად ვარსკვლავების ხმის დაბედება მოიფიქრა ოპერისთვის! გინახავთ ასეთი ისტორიები ლეგენდებზე? რომელთა ჩამოსვლასაც კი 2 თვიანი პროტოკოლი, დიდი რუტინული სამზადისი უდგას წინ და აურებელი ჩამონათვალი რომლის შეუსრულებლობაც ნებისმიერ წუთში შლის კონტრაქტს. ასეთი ისტორია არაერთი მაქვს გასასხსენებელი და ახლაც რატომ ვყვები ამას. უბრალოდ მის უსაზღვრო შესაძლებლობების შეძლებულობაზე მინდოდა შემეხსენებინა... რაღაც მგონია რომ მიშა იქაც ჩაატარებს თავისებურს და ციხის კარსაც შიგნიდან გაიღებს! რა, დომინგო დილის 4 საათზე საძირკველში დაჩოქილი ნამღერი წარმოსადგენი იყო?!" - წერს ბანძელაძე.