ავტორი:

ლატვიაში დამსაქმებლებს უფლება აქვთ, სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

ლატვიაში დამსაქმებლებს უფლება აქვთ, სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები,  რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

ლატვიის პარლამენტმა დამსაქმებლებს უფლება მისცა, გაათავისუფლონ ის თანამშრომლები, რომლებსაც მოეთხოვებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მაგრამ უარს ამბობენ მასზე.

დაწესებული რეგულაციის მიხედვით, დამსაქმებლებს მოეთხოვებათ, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე თანამშრომლებს სხვა შესაფერისი, ალტერნატიული პოზიცია შესთავაზონ, ან დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული საკუთარი მოვალეობის სათანადოდ შესრულებას სახლიდანაც შეძლებს.

ლატვიის მედიის თანახმად, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები ადრე საჭირო იყო მხოლოდ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სექტორების მუშაკებისთვის, მაგრამ მოთხოვნა გაფართოვდა და გავრცელდა ყველა თანამდებობაზე, რომელიც მოიცავს კონტაქტს მომხმარებლებთან ან სადაც დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ სერტიფიკატი აუცილებელია სხვა მიზეზების გამო.

გასულ თვეში, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ლატვიამ "კომენდანტის საათი" შემოიღო. შეზღუდვა დილის 8 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებს. 1.9 მილიონიან ქვეყანაში მაღაზიების უმეტესობა დაკეტილია და დაუშვებელია შიდა და გარე შეკრებები, მათ შორის გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.