ავტორი:

ნუცა კუხიანიძე, რატი ამაღლობელი, კოტე ყუბანეიშვილი, ნინო კასრაძე -  კიდევ ვინ აწერს ხელს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის წერილს?

ნუცა კუხიანიძე, რატი ამაღლობელი, კოტე ყუბანეიშვილი, ნინო კასრაძე -  კიდევ ვინ აწერს ხელს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის წერილს?

"ქართველი ლიტერატორები, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დასაცავად ერთიანდებიან და თანხმდებიან ერთ უმთავრეს ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ნებისმიერ ადამიანს სახელმწიფომ აღმოუჩინოს კანონით გათვალისწინებული და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობაში არსებული სამედიცინო დახმარება," - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს.

გავრცელებული განცხადების თანახმად, წერილს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ასზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს.

წერილს ასევე უერთდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები მწერალი ნინო ხარატიშვილი, რეჟისორი ნინო კირთაძე და მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.

ხელოვანები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს:

“ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ.

ჩვენ არ ვართ მომხრე პოლიტიკური ანგარიშსწორებისა, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ართმევს იმედს მომავალ თაობებს; ჩვენ გვსურს ამ ქვეყანაში სახელმწიფო უფრთხილდებოდეს ადამიანის სიცოცხლეს. დაუშვებელია სამართლიანობის სახელით სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ნებისმიერი ადამიანისათვის. გვჯერა, რომ მესამე პრეზიდენტის შიმშილით სიკვდილი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ სრულდება ექიმებისა და სახალხო დამცველის მოთხოვნა - გაეწიოს პატიმარს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გამოუსწორებელ ლაქად დააჩნდება საქართველოს უახლეს ისტორიას”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 124 პირი აწერს ხელს.

ხელმომწერები არიან: 1. ციაკო აბესაძე 2. ბექა ადამაშვილი 3. ნიკოლოზ აგლაძე 4. მაია ალუდაური 5. რატი ამაღლობელი 6. ზაალ ანდრონიკაშვილი 7. მაია ბადრიძე 8. თამაზ ბათიაშვილი 9. ლიზა ბათიაშვილი-ლელუ 10. მედიკო ბაქრაძე 11. ლევან ბერძენიშვილი 12. პაატა ბურჭულაძე 13. ლაშა ბუღაძე 14. ნატალია გაბისონია 15. რეზო გეთიაშვილი 16. ნათია გიორგაძე 17. მარი გულბიანი 18. დალილა გოგია 19. ნანა გოგოლაშვილი 20. ხათუნა გოგუა 21. გია გოკიელი 22. ბექა გოჩიაშვილი 23. ნატო დავითაშვილი 24. ქეთი დანელია 25. ირინა დემეტრაძე 26. თეონა დოლენჯაშვილი 27. ლელა დუმბაძე 28. ხატია ეკიზაშვილი 29. ნანა ექვთიმიშვილი 30. ვახო ვარაზი 31. დავით ვაშაძე 32. ლია ვიტეკი 33. სოფო ზერაგია 34. დათა თავაძე 35. ხათუნა თავდგირიძე 36. კოტე თაყაიშვილი 37. თამარ თვარაძე 38. შოთა იათაშვილი 39. მედეა იმერლიშვილი 40. პიტერ იანი 41. გიორგი კაკაბაძე 42. ირაკლი კაკაბაძე 43. ნინია კაკაბაძე 44. ლანა კალანდია 45. კატო კალატოზიშვილი 46. მაკა კასრაძე 47. ნინო კასრაძე 48. ზვიად კვარაცხელია 49. ალექსანდრე კვატაშიძე 50. ნესტან ნენე კვინიკაძე 51. თამარ კვიჟინაძე 52. დარეჯან კიკოლიაშვილი 53. ნინო კირთაძე 54. მეგი კობალაძე 55. ლელა კოდალაშვილი 56. მაია კუდავა 57. ნუცა კუხიანიძე 58. ნიკა ლაშხია 59. შორენა ლებანიძე 60. ეკატერინე მაზმიშვილი 61. სალომე მაისაშვილი 62. ლიკა მაისურაძე 63. თინა მამულაშვილი

64. დიანა მაღლაკელიძე 65. მარიამ მაღრაძე 66. გურამ მაცხონაშვილი 67. ქეთი მაჭავარიანი 68. თეკლა მაჭავარიანი 69. თაკი მუმლაძე 70. მუხრან მახარაძე 71. ნათია მიქელაძე 72. ტორესა მოსი 73. ქეთი ნადიბაიძე 74. ელენე ნავერიანი 75. დავით ნათიძე 76. გაგა ნახუცრიშვილი 77. ქეთი ნიჟარაძე 78. გივი (ბესო) ოდიშარია 79. ლელა ოჩიაური 80. ზურა პაპიაშვილი 81. სოფო ჟვანია 82. ნიკოლოზ რაჭველი 83. ლელა სამნიაშვილი 84. ბესო სოლომონაშვილი 85. ირაკლი სოლომონაშვილი 86. ილიკო სუხიშვილი 87. ნინო სუხიშვილი 88. თამარ ტატიშვილი 89. ეკატერინე ტოგონიძე 90. ანა ურუშაძე 91. გიორგი უშიკიშვილი 92. ნინო ფურცხვანიძე 93. თამრი ფხაკაძე 94. დავით ქაშიაშვილი 95. ივა ქიმერიძე 96. არჩილ ქიქოძე 97. გია ქობულაშვილი 98. კოტე ყუბანეიშვილი 99. ნინო შაბურიშვილი 100. თაკო შავგულიძე 101. ქეთა შათირიშვილი 102. პაატა შამუგია103. პაპუნა შარიქაძე 104. გაგა შიშინაშვილი 105. თამუნა შენგელია 106. გიო შველიძე107. ნიკა ჩერქეზიშვილი 108. ბელა ჩეკურიშვილი 109. ნინო ჩიჩუა 110. პაატა ციკოლია 111. დათი ცინცაძე112. ლელა ცუცქირიძე 113. ხათუნა ცხადაძე 114. იაკო ჭილაია 115. ირინე ჭოღოშვილი 116. ანა ხაზარაძე 117. ბასა ხარაზი118. თეო ხატიაშვილი119. ნინო ხარატიშვილი120. ბექა ხაჩიძე 121. სოსო ხვედელიძე122. დავით ხმალაძე 123. გვანცა ჯობავა 124. თეონა ჯორბენაძე.