თბილისის ისტორია გოგირდოვანი წყლებით იწყება, რომელსაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში აბანოს სახით იყენებდა. დღეს გოგირდის მინერალურ წყლებს უნიკალური გამაჯანსაღებელი, სამკურნალო და რეკრეაციული დანიშნულება აქვს, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტის შენობაშია თავმოყრილი და გაერთიანებული.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის დაარსებამდე თბილისს გერმანელი გეოლოგებისა და მეცნიერების ჯგუფი ესტუმრა, რომლებიც საქართველოში არსებულ მინერალურ წყლებს შეისწავლიდნენ. იმის გამო, რომ დღევანდელი კურორტის ადგილს, მინერალური წყლების სასარგებლო და გამაჯანსაღებელი თვისებები აღმოაჩნდა, გაჩნდა აზრი, რომ თბილისში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, 200 ჰექტარ ტერიტორიაზე საკურორტო ქალაქი გაშენებულიყო.
ბალნეოლოგიურმა კურორტმა ფუნქციონირება 1938 წელს დაიწყო, ხოლო 1998 წელს კურორტის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სალომე ყვავილაშვილი გვეუბნება, რომ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს მთელს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. მსგავსი ტიპის სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრები მხოლოდ ბუდაპეშტში, ჩეხეთსა და გერმანიაში გვხვდება.
დღეს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი განვითარების უახლეს საფეხურზეა, რადგან შენობას 2017 წელს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.
ამჟამად, კურორტი მომხმარებლებს უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს: მინერალური, გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო მასაჟებს. ცენტრი ფუნქციონირებს სამედიცინო მიმართულებითაც, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი უწევს მომსახურებას.
ამრიგად, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ დაწესებულებას, რომელიც ცნობილია თერმულ-გოგირდოვანი მინერალური წყლებით, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახით, ფიზიოთერაპიული ფაქტორებით.
როგორც აღნიშნული კურორტის აღმასრულებელ ხელმძღვანელ სალომე ყვავილაშვილთან საუბრისას შევიტყვეთ, მათ პაციენტები ძირითადად აკითხავენ ძვალ-სახსროვანი, უროგოგიური, გინეკოლოგიური, გასრტოენტეროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური პრობლემებით. ამასთან, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
იმისთვის, რომ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობის კურსი და პროცედურები დაენიშნოთ, პირველ რიგში, სავალდებულოა, კონსულტაცია ბალნეო თერაპევტთან გაიარონ, რის შემდეგაც ინიშნება კვლევები და ანამნეზიდან გამომდინარე ინიშნება პროცედურები.
- რამდენ ხანში ეხსნებათ პაციენტებს ჩივილები და უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
- საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, გვყავს უამრავი გამოჯამრთელებული და კმაყოფილი პაციენტი, თუმცა პერიოდი თუ რამდენ ხანში შეუძლიათ, დაუბრუნდნენ ჩვეულ რეჟიმს, ეს ინდივიდუალურია.
- საინტერესოა, კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის კუთხითაც თუ მუშაობთ და ჩივილების მიხედვით თუ უწევთ კოვიდგადატანილებს დახმარებას?
- დიახ, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გთავაზობთ პოსტ კოვიდ -19 რეაბილიტაციას, ჩვენი ექიმების მიერ მოხდა პროტოკოლის შემუშავება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. ასეთი პაციენტების მოთხოვნა, სარეაბილიტაციო კურსი ჩვენთან გაიარონ, საკმაოდ დიდია.
- თქვენთან მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია?
- ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და ფასებიც საკმაოდ დაბალია.
ამრიგად, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი პაციენტებს სთავაზობს როგორც სამკურნალო სამედიცინო, ბალნეო და ველნეს სპა პროცედურებს, როგორიც არის მინერალური, გოგირდივანი წყლის აბაზანები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, პარაფინის აპლიკაციები, წყალქვეშა და მშრალ გაჭიმვები, შარკო, ცირკულარული და აღმავალ შხაპები, სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი მასაჟები, წერტილოვანი, სამკურნალო, მანუალურ, ტაილანდური ანტიცელულიტური, ველნეს სპა პროცედურები იოგა, აკვა აერობიკა, ფიტნესი, სოლარიუმი, ლაზერულ ეპილაცია და ა.შ.
ეს ყველაფერი ტარდება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ, გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობით. დაწესებულება ასევე აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიით.
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი არის ადგილი, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას!
R