ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტამილნადუს შტატის ქალაქ ჩენაიში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს ამოთხრილი ხეები და ჩაძირული ავტომობილები. ასევე ადამიანები, რომლებიც სახლების დატბორვის შემდეგ ნავებით გადაჰყავთ უსაფრთხო ადგილებში. სამაშველო სამუშაოებში კატასტროფებზე რეაგირების ეროვნული ძალები და არმია არიან ჩართულები.
სოციალურ მედიაში მოქალაქეები აცხადებენ, რომ სიტუაცია ისეთივე მძიმეა, როგორც 2015 წლის წყალდიდობის დროს, რომელსაც ტამილნადუს შტატში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.