"დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით - მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება, პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობის” საქმეა," - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, “გირჩი“ ამ საქმეში არც აქამდე ჩარეულა, თუმცა კოლეგებს წარმატებას უსურვებს.
“მთავარი ამოცანაა, შეგიძლია თუ არა ხალხს უსამართლობა დაანახო, ამ იდეით აანთო და ქუჩაში გამოიყვანო. სკეპტიკური ვარ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვა, მითუმეტეს მაშინ, როცა არ იცი, გამარჯვების შემთხვევაში, რა გელოდება და როგორ საქართველოში იცხოვრებ. სანამ ამას არ იტყვიან, ამ აქციაზე უფრო ნაკლები ადამიანი მივა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.