"დრამატიზება ხდება, რომ ადამიანი კვდება, აღარ სუნთქავს და ა.შ. - აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იკვებება," - ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილის კვება სრულყოფილი არ არის, მაგრამ იკვებება და არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
“ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სერვისები მიეწოდოს. ვინც შიმშილობს, ეს მისი პასუხისმგებლობა და უფლებაა“, - დასძინა ირაკლი ზარქუამ.