დღეს, 7 ნოემბრის გამთენიისას სუპერსაშუალო წონით კატეგორიაში ერთმანეთს მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონი კალებ პლანტი და კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მსუბუქწონოსანი მექსიკელი კანელო ალვარესი დაუპირისპირდნენ - ამ უკანსკნელმა მოიგო.
ბრძოლა მე-11 რაუნდში დასრულდა - "წითურმა" ნოკაუტით გაიმარჯვა და ისტორიაში მე-6 მოკრივე გახდა, რომელმაც დივიზიონში ყველა ქამარი მოიგო. აქამდე იგივე მიღწევა ბერნანდ ჰოპკინსს, ჯერმეინ ტეილორს, ტერენს კროუფორდს, ალეკსანდრ უსიკსა და ჯოშ ტეილორს ჰქონდათ.
ამერიკელმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საულ ალვარესი არ აგებს... ერთხელ წააგო და ისიც მეივეზერთან. ალბათ განმეორებით მატჩი შედგება, ფავორიტი კი ისევ კანელო იქნება.
მიუხედავად მარცხისა, კალებ პლანტი კრივის ისტორიაში დარჩება და რა ვიცით, იქნებ მექსიკელზე 2 წლით უმცროსმა 29 წლის მოკრივემ მსოფლიო ჩემპიონის ქამარი ისევ მოიპოვოს.
თუმცა, კალებმა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქამარი უკვე მოიგო, დანარჩენი სპორტის ნაწილია, ის ქამარი კი - მისი სულის...
ამერიკელს ამ დონის ბრძოლა, შესაძლოა, ვერც ჩაეტარებინა, რომ არა ქალიშვილი ალია, რომელიც ძალზე იშვიათი დაავადებით დაიღუპა. გოგონას გარდაცვალებიდან 1 თვეში პლანტის დედა პოლიციელმა ჩაცხრილმა, მოკლედ, მოკრივემ ძალიან რთული გზა განვლო...
ახლა კალებ პლანტი შეძლებული, მსოფლიოში ცნობილი კაცია, მაგრამ სრულ სიღარიბეში გაიზარდა, მის ოჯახს საკუთარი სახლიც არ ჰქონდა. დედა, ბეთი, ნარკოდამოკიდებული იყო. მამა, რიჩი პლანტი ხვებოდა, რომ შვილი ქუჩისთვის არ უნდა დაეთმო და როგორც შეძლო, ეზოში რინგის მსგავსი რაღაც მოაწყო და შვილის პირველი მწვთნელიც თვითონვე იყო. 12 წლის ასაკში კი ნამდვილ დარბაზში მოხვდა და მოყვარულებს შორის წარმატებით იბრძოდა.
20 წლისას ოლიმპიადაზე წასვლის რეალურის შანსები ჰქონდა, მაგრამ პლანტი მამა გახდა - 19 წლის კარმან ჟან ბრისკო-ლიმ გოგონა გაუჩინა. ბავშვის დაბადებისთანავე ექიმებმა შოკისმომგვრელი რამ უთხრეს - გოგონას ჰიდროლაზის (ფერმენტი) დეფიციტი ჰქონდა...
ალბათ არც გაგიგონიათ, მსგავსი დაავადება სამყაროში მხოლოდ 20-ჯერ გამოვლინდა... გააგრძელეთ კითხვა