ავტორი:

"არ მგონია, რომ ფაფების რევოლუცია, რაც ახლა ორგანიზდება, განსაკუთრებით წარმატებული იქნება" - სანდრო რაქვიაშვილი

"არ მგონია, რომ ფაფების რევოლუცია, რაც ახლა ორგანიზდება, განსაკუთრებით წარმატებული იქნება" - სანდრო რაქვიაშვილი

"არ მგონია, რომ ფაფების რევოლუცია, რაც ახლა ორგანიზდება, განსაკუთრებით წარმატებული იქნება - მათ შორის გაურკვეველია იდეა," - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

რაქვიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ძალიან უცნაურია მოთხოვნები.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის არჩევნების მეორე ტური, ყველამ ვაღიარეთ. წალენჯიხაში არჩეული მერი საქმეს სრულფასოვნად უდგება და აპირებს თავისი მოვალეობა შეასრულოს. ამიტომ გაუგებარია, მოთხოვნები საიდან ჩნდება. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რომ პოლიტიკური აქტია გასაგებია, მაგრამ არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ რევოლუცია მოაწყოს. იდეა არ არია გასაგები, არ მესმის, ამ ყველაფერს საერთოდ რატომ აკეთებენ, შეიძლება ვცდებოდე“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.