"მწვანე პასპორტი“ 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი მოსაზრება იყო, რომ ეს შეზღუდვა მოხსნილიყო და საბჭომ ეს წინადადება გაიზიარა.
"მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.