ავტორი:

"ელენე ხოშტარია ახლა კარგად არის, წამიერად დაკარგა გონება, წაიქცა" - მამუკა ხაზარაძე

"ელენე ხოშტარია ახლა კარგად არის, წამიერად დაკარგა გონება, წაიქცა" - მამუკა ხაზარაძე

"ელენე ხოშტარია ახლა კარგად არის, წამიერად დაკარგა გონება, წაიქცა, იქ ვიყავით. ახლა სამედიცინო დახმარებას უწევენ" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც მან და ბადრი ჯაფარიძემ ელენე ხოშტარია მოინახულეს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტთან უმჯობესია მუდმივად იყოს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

"ახლა მხნედ არის. მე ვფიქრობ, აქ მუდმივად უნდა იყოს სასწრაფო, ერთი ექიმის ყოფნა აქ მგონი საკმარისი არ არის, უბრალოდ, რომ თავი დავიზღვიოთ.

ელენეს შიმშილობა ემსახურება იმას, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს სამედიცინო კლინიკაში, სხვა მოთხოვნა არ არსებობს, მთავარია ავცდეთ ფატალურ შედეგს", - განაცხადა ხაზარაძემ.