ავტორი:

გორის ცენტრში 50 წლის მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

გორის ცენტრში 50 წლის მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

გორის ცენტრში 50 წლის მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. გამვლელებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს, თუმცა, მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 30%-ის დაზიანება აღენიშნება.

ნიკოლოზ ფერაძის განცხადებით, იგეგმება დაშავებულის გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში.

"გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პოლიციის თანხლებით შემოყვანილია მამაკაცი სხეულის დამწვრობით, წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაისხა ბენზინი. პაციენტს აღენიშნება დამწვრობა სახის, ზემო და ქვემო კიდურების მიდამოში, ფასდება დაახლოებით 30% დამწვრობის ხარისხი. დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა, გამოძახებული არის კატასტროფის ბრიგადა და მოხდება პაციენტის გადაყვანა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში - დამწვრობის ცენტრში შემდგომი მკურნალობისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ ფერაძემ.

შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.