ავტორი:

სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) გადაიყვანეს.

ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ადასტურებს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.