ავტორი:

გლდანის ციხის ტერიტორიაზე ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხის ტერიტორიაზე ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს.

ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები.

შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ცოტა ხნის წინ, ვერტმფრენით გადაიყვანეს.