ავტორი:

"ისინი, ფაქტობრივად, მიდიან მესამე პრეზიდენტის მკვლელობაზე" - ლევან ხაბეიშვილი

"ისინი, ფაქტობრივად, მიდიან მესამე პრეზიდენტის მკვლელობაზე" - ლევან ხაბეიშვილი

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გლდანში ემუქრება საფრთხე. ისინი, ფაქტობრივად, მიდიან მესამე პრეზიდენტის მკვლელობაზე", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, გეგმას კი დღეს თავისუფლების მოედანზე პარტიის თავმჯდომარე წარადგენს.

"ასე გამოიყურება მკვლელი ხელისუფლება, ასე გამოიყურება რუსული ოცნება, რომელმაც რამდენიმე საათი მესამე პრეზიდენტი მოიპარა ისე, რომ სახალხო დამცველმა, მისმა უფლებადამცველებმა, მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.

ცხადია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და "ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ საკუთარ სახეს, რომ მათ არაფრად უღირთ არათუ ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის იმ ადამიანისაც, თავის დროზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი რეფორმა რომ უკავშირდება.

შესაბამისად, თუ ზამბარას ჭიმავენ ბოლომდე, აუცილებლად მიიღებენ ცხვირში და ეს ცხვირში მირტყმა იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი და კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ბრძოლას გავაგრძელებთ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით და ადგილზე პარტიის თავმჯდომარე გამოაცხადებს გეგმას, რომელიც აქვს ოპოზიციას. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გლდანში ემუქრება საფრთხე. ისინი ფაქტობრივად მიდიან მესამე პრეზიდენტის მკვლელობაზე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.