ავტორი:

"გვმართავენ ბანდიტები და კრიმინალები - გაიტაცეს პრეზიდენტი, რომელიც უკვე 39-ე დღეა შიმშილობს" - ნონა მამულაშვილი

"გვმართავენ ბანდიტები და კრიმინალები - გაიტაცეს პრეზიდენტი, რომელიც უკვე 39-ე დღეა შიმშილობს" - ნონა მამულაშვილი

"დღეს ვნახეთ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც მთავრობა, არც არანაირი დაწესებულება, გვმართავენ ბანდიტები და კრიმინალები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

როგორც მამულაშვილმა, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქციის დაწყებამდე განცხადა, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით გაიტაცეს.

"ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც მთავრობა, არც არანაირი დაწესებულება, ჩვენ გვმართავენ ბანდიტები, კრიმინალები, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე.

დღეს ვნახეთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მიხეილ სააკაშვილი გაიტაცეს. ის შიშის ფაქტორი რაც "ქართულ ოცნებას“ აქვს კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საჯაროდ არ გამოაჩინონ, მაქსიმალურად მოარიდონ და ჩუმად გაიტაცეს პრეზიდენტი, რომელიც უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. ვის რა უნდა მოვთხოვოთ, რომელი ადამიანის სიცოცხლეა გარანტირებული, როდესაც სახელმწიფო იტაცებს პოლიტიკურ პატიმრებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მავნებლები და რუსეთის აგენტები, რომლებიც თავის თავს საქართველოს მთავრობას ეძახიან, რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ მოსკოვს”, - განაცხადა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, დაშლას არ აპირებენ.

"ჩვენ ვიკრიბებით და ვაჩვენებთ "ქართულ ოცნებას“, რომ არ ვაპირებთ დაშლას, ვაპირებთ ყველანაირ ბრძოლას, რის უფლებასაც კონსტიტუცია გვაძლევს, ჩვენ მივედით იქამდე, რომ სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ ხელისუფლებისგან, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, - განაცხადა მამულაშვილმა.