გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, ხმაურია.
კერძოდ, ციხის ერთ-ერთი კორპუსიდან პატიმრების შეძახილები ისმის. პატიმრები მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ. ამასთან, მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მათი განცხადებები ჩაიწერონ და გააშუქონ. საპასუხოდ ადგილზე მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ პატიმრებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს.
ამასთან, პატიმრები მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროტესტს შუქის მუდმივი ანთება-ჩაქრობითაც გამოხატავენ.
ციხის გარე და შიდა პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
ცნობისთვის, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს. ადგილზე სატვირთო მანქანით სავარაუდოდ, სამედიცინო ინვენტარიც მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატზე.