მთავრობის ადმინისტრაციასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ კანცელარიის შენობასთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.
თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები სწორედ მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მოუწოდა. როგორც მელიამ აღნიშნა, დღეიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „აღარ მიეცემა კანცელარიაში შესვლის და გამოსვლის საშუალება".