ავტორი:

"დღეიდან იწყება ფართო და დიდი საპროტესტო მოძრაობა" - ნიკა მელია

"დღეიდან იწყება ფართო და დიდი საპროტესტო მოძრაობა" - ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეიდან ფართომასშტაბიანი და დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო.

როგორც მან თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანით ხელისუფლებამ ოპოზიციას, აქციის დაწყებამდე 2 საათით ადრე, პროვოკაცია მოუწყო.

"ხელისუფლებამ, რეჟიმმა ყურად არ იღო თავისი ასიათასობით მოქალაქის პოზიცია, ემოცია და სურვილი, რომ ქვეყანა სიძულვილისა და დაპირისპირების ჭაობიდან ამოგვეყვანა. ამოეყვანა საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს, დიდ უმრავლესობას აქვს ეს სურვილი და პოზიცია დღეს. ხელისუფლებამ ჯერ არჩევნები მიიტაცა, მიიტაცა სახელმწიფო და ახლა წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავსე, არაადამიანური ვნებით სურთ, რომ გვაყურებინონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას.

ხელისუფლებამ ყველა ზღვარი გადაკვეთა, ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი. აქ პოლიტიკაზე საუბარიც აღარაა. ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის რეჟიმი ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომელსაც არაფრად მიაჩნია კანონი, არანაირი კონსტიტუცია - როცა უნდა ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდა იქ ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ, თავიანთი ჭკუით, ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად. ცდილობენ ისედაც გაღიზიანებულ ხალხს, რომელთა ემოცია სულ უფრო და უფრო მატულობს, ამ ხალხს დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია. ამას ემსახურებოდა, ამხელა აქციის დაწყებამდე 2 საათით ადრე იმის ჩადენა, რაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჩაიდინეს.

მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ დღეიდან იწყება და დაიწყო ფართო და დიდი საპროტესტო მოძრაობა. არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებულიყო მიტაცებული არჩევნები,“ - განაცხადა მელიამ.