საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 21:34 საათზე, სოფელ მამიშლართან 3.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.