ავტორი:

"მოშიმშილე ადამიანი მოიტაცეს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან -  წაგლეკავთ ხალხმრავლობით" - ნიკა მელია

"მოშიმშილე ადამიანი მოიტაცეს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან -  წაგლეკავთ ხალხმრავლობით" - ნიკა მელია

"ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი, რომ სადმე შევიჭრებით, მაგრამ წაგლეკავთ ხალხმრავლობით და უწყვეტი პროტესტით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ხელისუფლებას ხალხმა უწყვეტი აქციებით უნდა უპასუხოს.

"მოშიმშილე ადამიანი მოიტაცეს, ამაზე მეტად როგორ უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან. არაკაცების ხელისუფლებაა. არაკაცების ხელისუფლებას ერმა პასუხი ხალხმრავლობით, უწყვეტი აქციებით და თანმიმდევრობით უნდა გავცეთ. ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი, რომ სადმე შევიჭრებით, მაგრამ წაგლეკავთ ხალხმრავლობით და უწყვეტი პროტესტით.

გამოწვევა მივიღეთ ივანიშვილის მხრიდან. ხალხმრავლობასთან ერთად, ბატონო ივანიშვილო, ჭკუითაც გაჯობებთ, რომელიც შენზე ბევრი აქვს ამ ხალხს, ჭკუით, რომელიც ამ ქვეყანას განვითარებისკენ წაიყვანს“,- განაცხადა მელიამ.