ავტორი:

"ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

"ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

"ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაწირული ჰყავს ტერორისთვის.

"მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი იყო, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, ეს მთელმა ქვეყანამ იცის. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ფიზიკური ძალადობით მოხდებოდა აქ გადმოყვანა. ეს არ არის ჰოსპიტალიზაცია, ეს არის სპეცოპერაცია. სპეცოპერაციის დროს ესენი ყველაფერს იკადრებდნენ. ყველა ტიპის შეურაცხყოფას. ბრეგაძის განცხადებები არის მცდელობა, იმ კრიმინალის გადაფარვის, რაც მისმა უწყებამ ჩაიდინა. ისრების მიხეილ სააკაშვილზე ბინძურად გადატანა, საბჭოთა სტილში სრულიად ამორალურია. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას მკაფიო პასუხს გასცემს. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, სამწუხაროა, რომ დღეს კანონს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქართველმა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა ამ უსამართლობის დასასრულებლად, რადგან სამართლებრივი მექანიზმები არ მუშაობს და მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაწირული ჰყავთ ტერორისთვის. საბოლოოდ უნდათ, რომ გარდაიცვალოს“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეალითი შოუს დგამს.

"ისინი დგამენ რეალით შოუს, მაიმუნობენ და მათ მაიმუნობას ქართველმა ხალხმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს. მთავარია, რომ ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. ეს არ ყოფილა არც იურიდიული, არც სამედიცინო აქტი. ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ რუსული ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბასილაიამ.