ავტორი:

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას ურთავს.