გლდანის ციხესთან ხმაური იყო, სადაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია სააკაშვილთან შესვლას ითხოვდა.
ადგილზე გვარამიასა და შსს-ს წარმომადგენელ თემურ კუპატაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კუპატაძემ გვარამიას ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ გზის სავალი ნაწილის და ციხის შესასვლელის ბლოკირებას ახდენდა.
მოგვიანებით ნიკა გვარამიას გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების შესასვლელი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ცნობისთვის, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მიხეილ სააკაშვილი დღეს გადაიყვანეს.