"ციხის წარმომადგენელმა მითხრა, "აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში", გინებაც მოაყოლა... გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მათრიეს თმებით" - წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან. წერილს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია ასაჯაროებს.
"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა, "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდგეთ ხელში?!“ და გინებაც მოაყოლა.
მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა, უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა ისევე, როგორც პალატაში, სადაც რაღაც გარკვეული შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეუარცხყოფის შემდეგ, აღელვებით, ყველა იქცეოდა როგორც ნამდილი კრიმინალი, ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა.
აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით. მინდა, არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარე ხართ უამრავი და შესაბამისად, ვერავინ დაგამარცხებთ. მშვიდობიანი მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის პირობებში. კიდევ ერთხელ, არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუავარდათ ხელში და დაღუპვის პირასაა.
მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის, არ შეგვეშინდეს მათი, ჩვენ ბერად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი.
პს. მიმართვა ნიკა მელიას: ვიზიარებ და სრულიად მხარს ვუჭერ ნიკა შენს გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან წამოსვლაზე უარის შესახებ. აქ მზადედებოდა და ახლაც მზადდება პრვოკაცია რაც მინზად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას ყოჩაღ ამისთვის“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც საზოგადოებას ნიკა გვარამიამ გააცნო.