ავტორი:

ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან და საუბარი ვაჟა სირაძესა და ხატია დეკანოიძეს შორის - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან და საუბარი ვაჟა სირაძესა და ხატია დეკანოიძეს შორის - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

იუსტიციის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვა ლიდერები სამინისტროსთან მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით მივიდნენ.

მათი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლება.

ისინი, ასევე, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ხატია დეკანოიძე გაესაუბრა ვაჟა სირაძეს და მოითხივა, რომ გამოვიდეს ვინმე, ვინც ეტყვის, შეხვდება თუ არა დეპუტატებს რატი ბრეგაძე.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ხმის აპარატურა და სიტყვით გამოსვლებისთვის ემზადებიან.

სამინისტოს შესასვლელთან სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი, შენობასთან მისასვლელი კიბე კი მთლიანად ბლოკირებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გუშინ გადაიყვანეს.