ავტორი:

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები  საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას აამოქმედონ შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რომლის თანახმადაც მოხდება ადეკვატური რეაგირება პიროვნების მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებების, ცილისწამების თუ პირადი შეურაცხყოფის ფაქტებზე.

„დღევანდელ რეალობაში დამკვიდრებულია სამწუხარო და მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად, უშედეგო და არაფრის მომტანია ადმინისტრაციული ჯარიმები. ქართულ საზოგადოებაში პიროვნების ლანძღვა-გინება, პირადი შეურაცხყოფა, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაზეც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი ადეკვატური ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება არ ხდება. სასამრთლო კი, შემოიფარგლება მხოლოდ ჯარიმების გამოწერით და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ლამის ავტომატურ რეჟიმში ხდება, თითქოს და იქ მოსამართლეები კი არა, არამედ რობოტები არიან“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო ხელისუფლება და გარკვეული პოლიტიკური ოპოზიციური ძალები მოქმედებენ შეთანხმებულად, რადგანაც არსებული ფინანსური სანქციები, რომლითაც ხდება დამნაშავის დასჯა, არ არის ამ სასჯელის ადეკვატური ფორმა და სრულიად არა ეფექტურია.

„დღეს დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, პიროვნება, რომელიც ჩადის შეურაცხმყოფელ ქმედებებს, ან აკეთებს ამ ტიპის ცილისმწამებლურ განცხადებებს, წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ორგანიზაციას და ასრულებს კონკრეტულ დავალებას. შესაბამისად, აღნიშნული ჯარიმის საფასურს მას უხდის კონკრეტული პოლიტიკური პარტია, სადაც ის არის გაწევრიანებული“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს და ასევე, ხელისუფლებას გაატარონ ადეკვატური და ქმედითი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე.