ავტორი:

ხმაური გლდანის ციხესთან - ნანუკა ჟორჟოლიანმა სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოს ჰიმნი გააჟღერა, რასაც პატიმართა შეძახილები მოჰყვა

ხმაური გლდანის ციხესთან - ნანუკა ჟორჟოლიანმა სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოს ჰიმნი გააჟღერა, რასაც პატიმართა შეძახილები მოჰყვა

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლდანის ციხესთან ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით საქართველოს ჰიმნი გააჟღერა, რასაც ციხეში მყოფ პატიმართა ნაწილის უკმაყოფილო მოჰყვა. მსჯავრდებულთა მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები.

ჟორჟოლიანის თქმით, ეს იყო მისი პასუხი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გლდანის ციხეში მყოფ პატიმართა გუშინდელ შეურაცხყოფაზე.

"ჩვენ მეტი ვართ, ვიდრე ეს კრიმინალები, რომლებიც გუშინ გაბედეს და პრეზიდენტს შეაგინეს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

როგორც ის აღნიშნავს, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჰიმნის შემდეგ პატიმართა მხრიდან გინების მოსმენა.

„ახლა პერფორმანსების დრო არ არის, ახლა პროტესტის დროა. ვმსჯელობდით, რომელი სიმღერა ან მელოდია შეიძლება ჩაგვერთო. გადავწყვიტეთ ჩაგვერთო საქართველოს ჰიმნი, რომ მათი გაღიზიანება არ გამოგვეწვია და ჩვენი მხარდაჭერა მიშას გაეგო. ამათ ქვეყანა არ ადარდებთ. ყველა, ვინც იმ საკანში ზის არის სუს-ის ხელის ბიჭი", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანის აქცია-პერფორმანსი მასსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დასრულდა.