რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. ადგილზე შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კონკრეტული გეგმისა და დეტალების შესახებ განცხადებას აქციაზე პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია გააკეთებს.
"გუშინ ნიკა მელიამ დააანონსა ეს აქცია და ასევე ნიკა მელია გააკეთებს განცხადებას კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით. აქციები იქნება უწყვეტი, მათ შორის არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პლუს ამას დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე. უფრო კონკრეტულად ამის შესახებ განაცხადებას გააკეთებს ნიკა მელია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.