ნევროლოგიური გართულება, რომელიც მოსალოდნელი იყო, ემთხვევა მის წინა ლაბორატორიული მონაცემების შესაძლო გაუარესების შედეგებს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ გლდანის ციხესთან განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს, ხელების ტრემორის გარდა, კიდევ სხვა ნიშნებიც აქვს, რომლებიც ადვოკატებმა უთხრეს.
"ექიმები ვფიქრობთ, რომ ეს გართულება არის გამოწვეული კალიუმის ნაკლებობით, რომელიც, შესაძლოა, სიკვდილით დასრულდეს.
ჩვენ მოვითხოვთ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და უცხოეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის შესახებ საკითხის დაყენებას. დღეს საღამოს მზად გვექნება ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოსთვის ექიმთა მიმართვა და შედეგები, ალბათ, დღეს იქნება გაგზავნილი", - განაცხადა თოიძემ.