ავტორი:

"სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც ნანა და ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - რას წერს სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანზე?

"სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც ნანა და ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - რას წერს სანდრა რულოვსი გელა ჩარკვიანზე?

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ქართველი მწერლისა და დიპლომატის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის წერს, ჩარკვიანი მათი ოჯახის მეგობარი იყო.

"გელა ჩარკვიანი, ჩვენი ოჯახის საამაყო მეგობარი, სამაგალითო ადამიანი, უნიჭიერესი დიპლომატი, მწერალი, მუსიკოს-კომპოზიტორი და უნიკალური მასწავლებელი, ჩვენთან აღარ არის....

ის სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც მისი ერთგული მეუღლე ნანა და მისი შვილი ირაკლი დიდი სიყვარულით შეხვდებიან..." - წერს სანდრა.

ცნობისთვის, გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი.

გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976 წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.

1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.

გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.