ავტორი:

ხმაური და დაპირისპირება სუს-ის შენობასთან - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

ხმაური და დაპირისპირება სუს-ის შენობასთან - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.

სამართალდამცავებმა 4 პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და დავით მახარაძე ადგილიდან გაიყვანეს. პოლიცია ადგილიდან "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხმაური ადგილზე ამის შემდეგ დაიწყო.

როგორც ვაჟა სირაძემ "ტვ პირველს" განუცხადა, აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყების შენობის ბლოკირებას ახდენდნენ, რაც კანონის დარღვევაა.

ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.