ავტორი:

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დააზღვიო შენი სიცოცხლე

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დააზღვიო შენი სიცოცხლე

- როგორ იქნებიან ჩემი ოჯახის წევრები, როდესაც მე აღარ ვიქნები?

- რა მოხდება მძიმე დაავადება რომ დამიდგინდეს?...

ეს ის კითხვებია, რომელზე ფიქრსაც ხშირად თავს ვარიდებთ, ან პასუხიც არ გვაქვს.

თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ალდაგის ახალი პროდუქტი - სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ამაზე პასუხს აღარ საჭიროებს.

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ის პროდუქტია, რომელიც ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს კრიტიკული დაავადების დადასტურების ან გარდაცვალების შემთხვევაში.

ყველაზე ცოტა 5 მიზეზი არსებობს, რატომ უნდა დააზღვიო შენი სიცოცხლე:

  • ფულის დაგროვებაზე ჭკვიანურია

ზემოთაღნიშნული კითხვის საპასუხოდ, ბევრი ჩვენგანი ფულს აგროვებს, რაც საკმაოდ ჭკვიანურია. თუმცა წლების განმავლობაში, დიდი თანხის შეგროვება ვერ ხერხდება, მაშინ, როდესაც თვეში მხოლოდ 10 ლარის გადახდითაც საკმაოდ სოლიდური თანხის - 50 000 ლარის მიღებაა შესაძლებელი.

  • უცვლელი ფასია

სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევაში ყოველთვიური გადასახდელი თანხა მინიმალურია და წლების მანძილზე არ იცვლება. ამიტომ, რაც მალე შეიძენ პროდუქტს, უფრო ნაკლებს გადაიხდი და წლებთან ერთად არც ფასის მატებაზე ინერვიულებ.

  • დაზღვეულია კრიტიკული დაავადებებიც

ალდაგში შესაძლებელია სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად კრიტიკული დაავადებების დაზღვევაც. რაც ყველაზე გავრცელებული დიაგნოზის (მათ შორის: სიმსივნე, ინფარქტი და ინსულტი) დასმის შემთხვევაში, თანხის მიღებას გულისხმობს. თანხა შესაძლოა 100 000 ლარამდე იყოს და მას დაზღვეული თავად განკარგავს.

  • ბავშვის დაზღვევა უფასოა

პროდუქტის შეძენისას, ბავშვის სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა სრულიად უფასოა.

და რაც მთავარია,

  • მისი შეძენა შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად

თუ უკვე გადაწყვიტე სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, შეგიძლია ეწვიო საიტს: life.aldagi.ge გაეცნო პროდუქტს დეტალურად, ონლაინ კალკულატორით იანგარიშო შენი ყოველთვიური პრემია და სახლიდან გაუსვლელად შეიძინო ყველა დაზღვევაზე მნიშვნელოვანი.

R