ცოტა ხნის წინ, იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების აქციაზე დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თემურ კუპატაძე.
შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ კუპატაძეს "მილიონობით ლარის ღირებულების ქონება აქვს."
"ვარ საკრებულოს წევრი და არათუ მილიონის ქონება, 100 000 ლარის ქონებასაც ვერ შევიძენ, სესხსაც კი არავინ მომცემს ამდენს. ამიტომ, კუპატაძემ მის კოლეგებს, 1200 ლარი რომ აქვთ ხელფასი და მერე აძლევს უკანონო დავალებებს, აუხსნას, როგორ შეძლო მილიონობით ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთის შეძენა, რომელზეც შენობა-ნაგებობა დგას. პასუხი გასცეს საზოგადოებას, პლუს ამას, როცა ამბობს, რომ თურმე ბიზნესი არ აქვს და თურმე მისი ოჯახის წევრებს ბიზნესი არ აქვთ და ლამის ცრემლები წამომივიდა, მაშინ აგვიხსნას, მილიონობით ლარის ქონებას როგორ აგროვებს?!“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
"ეს არის კამერებთან კეკლუცი, შენ კეკლუცობ კამერებთან“, - ასე მიმართა ხაბეიშვილს კუპატაძემ, რომელმაც თავის მხრივ, კორუპირებული უწოდა.
თემურ კუპატაძე: "დოკუმენტურად წარმოადგინეთ ჯერ მაგის წარმომავლობა, ნახეთ დეკლარაციაში, ყველაფერი არის დეკლარაციაში მითითებული."
ლევან ხაბეიშვილი: "თქვენ ხართ ბიძინას დაქირავებული კაცი."
თემურ კუპატაძე: "ჯერ პირბადე გაიკეთე. მე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შენ ხარ ინტრიგანი პროვოკატორი ადამიანი."
ლევან ხაბეიშვილი: "ახლა უზრდელობ, პოლიციელი უზრდელობს."
თემურ კუპატაძე: "უზრდელობა არის შენი მოგონილი."