იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, სადაც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად აქციები გამართეს.
სხვადასხვა სამთავრობო უწყებების შენობებთან მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები, იყო ხმაური და დაპირისპირება. შინაგანა საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, აქციებზე სულ 46 ადამიანი დააკავეს.
ფოტოგრაფების ყურადღება იუსტიციის სამინისტროსთან პოლიციელების უკან მყოფმა ცუგამ მიიპყრო.
ფოტოს ავტორი: ვანო გორგიაშვილი